ტრენინგი დავიწყეთ უკვე ნასწავლის გასწორებით: შევიტანეთ შესწორებები პროექტის გეგმასა და ბუკლეტში. გავასწორეთ ყველა ნამუშევარი სადაც ამის საჭიროება იყო. გავიგეთ პროექტის ჩეკლისტი - რა რის შემდეგ უნდა დაიწეროს. ვისწავლეთ თვითშეფასება, ურთიერთშეფასება. ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ უკვე შექმნილი საქაღალდეები, გუგლში ავტვირთეთ კითხვარები, მათი პასუხები, გამოვქვეყნეთ. ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. გამიჩნდა კითხვები ჩემს მიერ ადრე შექმნილი საქაღალდეების გამოქვეყნების თაობაზე, რაზედაც ამომწურავი პასუხები მივიღე. ეს ტრენინგი საჭირო და აუცილებელია პროექტებით სწავლების დანერგვისათვის. კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო და მოვემზადეთ პრეზენტაციისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий