среда, 10 сентября 2014 г.

IX დღე

   ტრენინგი დავიწყეთ ბლოგის დათვალიერებით. ერთხელ კიდევ გადავავლეთ თვალი პროექტის გეგმას და ყველა იმ დოკუმენტს რაც საჭიროა პროექტისათვის. 

ჯგუფმა მოისმინა ჩემი პროექტის პრეზენტაცია თემაზე: საექსკურსიოდ თანხის ხარჯვის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა. მსმენელებისგან და ტრენერისგან მოცემული შენიშვნები მივიღე და გავასწორე. კერძოდ: პროცედურებში ჩასამატებელი იყო რჩევები და რეკომენდაციები. დრო არ არის ჩაწერილი.

ამის შემდეგ მოვისმინეთ მსმენელთა პრეზენტაციები.

      მადონა ულუმბეგაშვილი, ბორითოს საჯარო სკოლა, სამოქალაქო განათლება. თემა: "ომი და მისი შედეგები". პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა საჭირო რეკომენდაციები: შეფასებებში აუცილებელია რუბრიკა, მოიწვიე სტუმარი და ძალიან კარგი იქნება.

     შორენა ტაბატაძე, ბორითის საჯარო სკოლა, ქართული ენა და ლიტერატურა, თემა: "წამებულიდან წმინდანობამდე".  პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაციები:  პროცედურები დასახვეწია, შეფასებებში ჩასამატებელია. ხათუნამ შესთავაზა:  "კარგი იქნება თუ პრეზენტაციას რომელიმე ტაძარში ჩაატარებ" მე კი გამოვთქვი სურვილი ერთობლივად დაგვეგეგმა ორივე ღონისძიება და ეკლესიის მრევლთან ერთად ჩემი მოსწავლეები იქნებიან მსმენელები.

   ია ლომიძე  ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა, სამოქალაქო განათლება. თემა: ახალგაზრდები გენდერული თავისუფლებაზე. პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაციები: დაწერეთ რეკომენდაციები პროცედურებში, აქტივობები ჩაწერეთ თანმიმდევრობით.

    ნესტან გელეშვილი  ნადაბურის საჯარო სკოლა, ქართული ენა და ლიტერატურა. თემა: "პოეზია უპირველეს ყოვლისა".პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაციები: ლიტრატორულად არის გასასწორებელი ზოგიერთი წინადადება.

      ნინო გელაშვილი  ნადაბურის  საჯარო სკოლა, უცხო ენა და გერმანული. თემა: "როგორ ვესალმ ებით ერთმანეთს -- კულტურა და მისალმების ფორმები".პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაციები: ჯგუფებს უნდა მიეცეს ერთნაირი სირთულის დავალებები, გამართე ლიტერატურულად, პროცედურები შესავსებია,
პროდუქტი რა არის. შეფასებები გასასწორებელია.

ფატი ნოზაძე  უბისის საჯარო სკოლა, ისტ-ის პედაგოგი. თემა: "როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერი რეალურ ცხოვრებაში".პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაციები:  ლიტერატურული შეცდომებია გასასწორებელი, შეფასებებში ჩასამატებელია, დრო არ არის მითითებული.

    ლელა სამხარაძე ვერტყვიჭალის  საჯარო სკოლა, ქართული ენა და ლიტერატურა. თემა: "ფიქრები ლიტერატურაზე".პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაციები: ჯგუფებს უნდა მიეცეს ერთნაირი სირთულის დავალებები, დრო არ არის მითითებული.

  ლინა ჩინჩალაძე  ნადაბურის  საჯარო სკოლა, მუსიკის მასწავლებელი. თემა: "მუსიკა სამყაროში". პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაციები:   ლიტერატურული შეცდომებია გასასწორებელი, შეფასებებში ჩასამატებელია, დრო არ არის მითითებული.

   დარეჯან ლომსაძე უბისის საჯარო სკოლა, გეოგრაფია, თემა: "როგორ ავაღორძინოთ სოფელი". მიეცა რეკომენდაციები:   ლიტერატურული შეცდომებია გასასწორებელი, შეფასებებში ჩასამატებელია, დრო არ არის მითითებული.



თეა ტალახაძე ბაზალეთის საჯარო ქართული ენა და ლიტერატურა. თემა: "თაობათა ურთიერთობები, მშობლები და შვილები" პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მოხდება პროექტის შესწორებები, შენიშვნების შესაბამისად.


  ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მადლობა ქალბატონ  მანანა კვინიკაძეს. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებთ მოსწავლეებთან მუშაობაში.






Комментариев нет:

Отправить комментарий