среда, 10 сентября 2014 г.

IX დღე

   ტრენინგი დავიწყეთ ბლოგის დათვალიერებით. ერთხელ კიდევ გადავავლეთ თვალი პროექტის გეგმას და ყველა იმ დოკუმენტს რაც საჭიროა პროექტისათვის. 

ჯგუფმა მოისმინა ჩემი პროექტის პრეზენტაცია თემაზე: საექსკურსიოდ თანხის ხარჯვის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა. მსმენელებისგან და ტრენერისგან მოცემული შენიშვნები მივიღე და გავასწორე. კერძოდ: პროცედურებში ჩასამატებელი იყო რჩევები და რეკომენდაციები. დრო არ არის ჩაწერილი.

ამის შემდეგ მოვისმინეთ მსმენელთა პრეზენტაციები.

      მადონა ულუმბეგაშვილი, ბორითოს საჯარო სკოლა, სამოქალაქო განათლება. თემა: "ომი და მისი შედეგები". პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა საჭირო რეკომენდაციები: შეფასებებში აუცილებელია რუბრიკა, მოიწვიე სტუმარი და ძალიან კარგი იქნება.

     შორენა ტაბატაძე, ბორითის საჯარო სკოლა, ქართული ენა და ლიტერატურა, თემა: "წამებულიდან წმინდანობამდე".  პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაციები:  პროცედურები დასახვეწია, შეფასებებში ჩასამატებელია. ხათუნამ შესთავაზა:  "კარგი იქნება თუ პრეზენტაციას რომელიმე ტაძარში ჩაატარებ" მე კი გამოვთქვი სურვილი ერთობლივად დაგვეგეგმა ორივე ღონისძიება და ეკლესიის მრევლთან ერთად ჩემი მოსწავლეები იქნებიან მსმენელები.

   ია ლომიძე  ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა, სამოქალაქო განათლება. თემა: ახალგაზრდები გენდერული თავისუფლებაზე. პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაციები: დაწერეთ რეკომენდაციები პროცედურებში, აქტივობები ჩაწერეთ თანმიმდევრობით.

    ნესტან გელეშვილი  ნადაბურის საჯარო სკოლა, ქართული ენა და ლიტერატურა. თემა: "პოეზია უპირველეს ყოვლისა".პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაციები: ლიტრატორულად არის გასასწორებელი ზოგიერთი წინადადება.

      ნინო გელაშვილი  ნადაბურის  საჯარო სკოლა, უცხო ენა და გერმანული. თემა: "როგორ ვესალმ ებით ერთმანეთს -- კულტურა და მისალმების ფორმები".პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაციები: ჯგუფებს უნდა მიეცეს ერთნაირი სირთულის დავალებები, გამართე ლიტერატურულად, პროცედურები შესავსებია,
პროდუქტი რა არის. შეფასებები გასასწორებელია.

ფატი ნოზაძე  უბისის საჯარო სკოლა, ისტ-ის პედაგოგი. თემა: "როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერი რეალურ ცხოვრებაში".პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაციები:  ლიტერატურული შეცდომებია გასასწორებელი, შეფასებებში ჩასამატებელია, დრო არ არის მითითებული.

    ლელა სამხარაძე ვერტყვიჭალის  საჯარო სკოლა, ქართული ენა და ლიტერატურა. თემა: "ფიქრები ლიტერატურაზე".პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაციები: ჯგუფებს უნდა მიეცეს ერთნაირი სირთულის დავალებები, დრო არ არის მითითებული.

  ლინა ჩინჩალაძე  ნადაბურის  საჯარო სკოლა, მუსიკის მასწავლებელი. თემა: "მუსიკა სამყაროში". პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაციები:   ლიტერატურული შეცდომებია გასასწორებელი, შეფასებებში ჩასამატებელია, დრო არ არის მითითებული.

   დარეჯან ლომსაძე უბისის საჯარო სკოლა, გეოგრაფია, თემა: "როგორ ავაღორძინოთ სოფელი". მიეცა რეკომენდაციები:   ლიტერატურული შეცდომებია გასასწორებელი, შეფასებებში ჩასამატებელია, დრო არ არის მითითებული.



თეა ტალახაძე ბაზალეთის საჯარო ქართული ენა და ლიტერატურა. თემა: "თაობათა ურთიერთობები, მშობლები და შვილები" პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მოხდება პროექტის შესწორებები, შენიშვნების შესაბამისად.


  ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მადლობა ქალბატონ  მანანა კვინიკაძეს. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებთ მოსწავლეებთან მუშაობაში.






вторник, 9 сентября 2014 г.

VIII დღე

ტრენინგი დავიწყეთ უკვე ნასწავლის გასწორებით: შევიტანეთ შესწორებები პროექტის გეგმასა და ბუკლეტში. გავასწორეთ ყველა ნამუშევარი სადაც ამის საჭიროება იყო. გავიგეთ პროექტის ჩეკლისტი - რა რის შემდეგ უნდა დაიწეროს. ვისწავლეთ თვითშეფასება, ურთიერთშეფასება. ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ უკვე შექმნილი საქაღალდეები, გუგლში ავტვირთეთ კითხვარები, მათი პასუხები, გამოვქვეყნეთ.  ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. გამიჩნდა კითხვები ჩემს მიერ ადრე შექმნილი საქაღალდეების გამოქვეყნების თაობაზე, რაზედაც ამომწურავი პასუხები მივიღე. ეს ტრენინგი საჭირო და აუცილებელია პროექტებით სწავლების დანერგვისათვის. კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო და მოვემზადეთ პრეზენტაციისათვის. 

понедельник, 8 сентября 2014 г.

VII დღე

ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. გავაკეთეთ დავალების პრეზენტაცია, მოვახდინეთ ურთიერთშეფასებები. მოვახდინეთ  გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიის შესაბამისად მოსწავლეთა დიფერენცირება, შევიმუსავეთ ხარაჩო მოსწავლეებისატვის პორთფოლიო გამოვაქვეყნეთ და დავდეთ ბლოგზე.

суббота, 6 сентября 2014 г.

VI დღე

ვისწავლეთ მასალების ბლოგზე დადება, პრეზენტაციისათვის კოდის მინიჭება. შევქმენით page. drive - ში ჩაწერილი დოკუმენტის ჩაწერის რეჟიმში გადაყვანა. შევქმენით მოსწავლის პორტფოლიო, შევასრულეთ მისი გამოქვეყნება. მოვახდინეთ ფაილის ჩაშენება Google - ში. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიაზე, შევქმენით მოსწავლის პროექტის შესაბამისი  შეფასების რუბრიკა. ვიმუშავეთ პროცედურებზე ზოგადად და დავალებად მივიღეთ პროექტის შესაბამისი პროცედირების შექმნა.

вторник, 2 сентября 2014 г.

მოსწავლის ნაშრომი

V დღე

საავტორო უფლებების შესახებ შევქმენით პრეზენტაცია.  ბიბლიოგრაფია, მოსწავლის ნიმუშისათვის შევქმენით სლაიდ შოუ, მოვიძიეთ აუდიო-ვიდეო მასალა და ლიტერატურა. ვიმუშავეთ პროექტის პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე. გავიზიარეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და გავაკეთეთ კომენტარები. ნამუშევარი მასალა შევიტანეთ დრაივზე

понедельник, 1 сентября 2014 г.

IV დღე

ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. რაც მთავარია გავაკეთეთ პორთფოლიოს პრეზენტაცია. 
  პრეზენტაცია დავიწყეთ შეფასების 5 მიზნის განხილვით, განმავითარებელი 4  და განმსაზღვრელი 1 შეფასებები. თითოეული მიზნისათვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. ყოველივე ეს შევიტანეთ პროექტის გეგმაში. ერთერთი შეფასების ფორმისათვის  (v-m-v) შევიმუშავეთ ცხრილი. ასევე ვისწავლეთ კომენტარის გაგზავნა. ყველაფერი შევიტანეთ პორთფოლიოში და როგორც უკვე აღვნიშნე გავაკეთეთ პორთფოლიოს პრეზენტაცია.