пятница, 22 февраля 2019 г.


 ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის დოდო ლილუაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

კვლევის სახელწოდება: ახალი ქვესაფეხურის გამოწვევები Vკლასში მათემატიკის სწავლებაში და მათი დაძლევის გზები.
                                              









   
-2-
 შესავალი
დაწყებითი კლასიდან ახალ ქვესაფეხურზე გადასვლისას მათემატიკის გაკვეთილებზე მოსწავლეებთან ურთიერთობისას გამოიკვეთა სხვადასხვა სირთულეები, კერძოდ მოსწავლეებს უჭირდათ დამოუკიდებლად პრაქტიკული სამუშაოების შესრულება, ჰქონდათ კომპლექსები მასწავლებელთან ურთიერთობაში, ნაკლებად ეტყობოდათ მშობლების ჩართულობა სწავლა-განათლების პროცესში. საჭიროდ ჩავთვალე ჩამეტარებინა კვლევა მათემატიკაში წარმოქმნილი სხვადასხვა სირთულეების დასაძლევად.
             წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ხარაგაულის რაიონის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის V კლასში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. მასში მოცემულია ინფორმაცია ამ კლასის შესახებ, ინდენტიფიცირებულია საკვლევის საკითხი, განსაზღვრულია კვლევის მიზანი და ამოცანები. განსაზღვრული პრაქტიკული კვლევის არსი და მისი სკოლაში დანერგვის პრაქტიკა.
             კვლევის პროცესში განხილულია ამ კლასის ყველა პედაგოგის და დაწყებითი კლასის პედაგოგების აზრი პრობლემის შესახებ. აგრეთვე მათემატიკის კათედრის პედაგოგების გამოცდილება.
             ნაშრომში მოცემულია ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიისა და ვადების შესახებ, გაკეთებული შედეგების ანალიზი და მოცემულია ინტერვენციის დაგეგმვა და შეფასების ეტაპები, ნაჩვენებია კვლევის მიგნებები და ნაკლოვანებები.



   -3-
                       მოკლე ინფორმაცია კლასის შესახებ
     სსიპ ხარაგაულის რაიონის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის v-კლასში 2017-18 სასწავლო წელს ირიცხება 7 მოსწავლე. 3 გოგონა, 4 ვაჟი. აქედან 2 მოსწავლე წარჩინებულია, 2 საშუალო აკად. წარმატების, 2 სუსტი და 1 ძალიან სუსტი.
    
 სკოლაში მოსწავლეებს დაწყებითი კლასიდან ასწავლიდა პედაგოგი, რომელიც სისტემატიურად გადიოდა გადამზადებას, სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და ყველა საჭირო რესურსით, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი სწავლა სწავლების პროცესს. V-კლასში ვასწავლი სერტიფიცირებული პედაგოგი, გავლილი მაქვს მილენიუმის პროგრამით ტრენინგები (სტემი) მათემატიკაში.



   -4-
მოსწავლეთა აკადემიური წარმატების წინსვლის სირთულეები V-კლასში
      2017-18 სასწავლო წლის სექტემბრიდან დავინიშნე ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის v-კლასის მათემატიკის მასწავლებლად.
კლასში 7 მოსწავლეა, 2 წარჩინებული, 1 საშუალო, 3 საშუალოზე დაბალი, 1 სუსტი აკადემიური მოსწრების. პირველ რიგში გავეცანი კლასის სტრუქტურას, სოციალურ მდგომარებას.
საჭირო გახდა კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, კლასის აკადემიური წარმატების გასაუმჯობესებლად.



   -5-
           პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი
       ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი. კლასში შემსვლელი სხვა პედაგოგების და კლასის დამრიგებლის გამოკითხვით დავრწმუნდი, რომ ანალოგიურ პრობლემებს ადგილი აქვს სხვა საგნებშიც. მათი დაწყებითი კლასის მათემატიკის პედაგოგთა და კლასის დამრიგებელთან გამოკითხვით გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი.
1.       ახალ ქვესაფეხურზე გადასვლისას ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში სირთულეების წარმოქმნა.
       2.       მოსწავლის აკადემიური სტატუსის ცვლილება. უჭირს მუშაობის განსხვავებული სტილის მორგება.

      3.       განმსაზღვრელი შეფასების შემოღების გავლენა, რაც მანამდე უცხო იყო მისთვის.
4.       პასუხისმგებლობის და მოტივაციის დაბალი დონე.
5.       სოციალური პრობლემების გავლენა მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაზე.
6.       სახელმძღვანელოს სირთულე.
7.       ყურადღების შემცირება მშობელთა მხრიდან.
8.       პედაგოგთა ლმობიერება I-IV კლასში.
9.       მშობელთა მიერ დახმარების გაწევის მეთოდის არასაკმარისი ცოდნა.




   -6-

            კვლევის მიზანი
                           
     კვლევის მიზანია მათემატიკის მასწავლებელმა კლასის დამრიგებლის დახმარებით და მშობელთა მაქსიმალური ჩართულების გამოკვეთო მოსწავლეთა საჭიროებები და მათზე მორგებული აქტივობები, დავგეგმო და განვახორციელო ღონისძიებათა ერთობლიობა, რაც ხელს შეუწყობს კლასში მათემატიკის შესწავლაში წინსვლას.
                                  


    -7-

                 კვლევის ამოცანა
1.       V-კლასის მოსწავლეთათვის პოზიტიური გარემოს შექმნა, მათი სურვილების გათვალისწინება სწავლებისას.
2.       V-კლასში მათემატიკაში ცოდნის დონის გაუმჯობესება.
3.       სხვადასხვა რესურსებითა და ინსტრუმენტებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
4.       მშობლებთან თანამშრომლობა სასურველი შედეგის მისაღებად.
5.       საუბრები მშობლებთანროგორ გავხდე კარგი მშობელი“.





        -8-       

           პრაქტიკული კვლევის არსი
       V კლასთან ჩემი მუშაობის პროცესში, მათემატიკაში ადგილი ჰქონდა გარკვეულ პრობლემებს, რაც საფუძვლად დაედო ჩემი პრაქტიკის კვლევას. კვლევის პროცესში გამოიკვეთება სასწავლო კონტესტის შესაბამისად ის მეთოდები, რაც დაეხმარება კლასის ყველა მოსწავლეს შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენასა და სასწავლო მიზნის მიღწევაში.
       პრაქტიკის კვლევა გულისხმობს თანამშრომლების მიდგომას, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს, იღებენ გადაწყვეტილებებს სასურველი შედეგის მისაღებად. პრაქტიკის კვლევაში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ მოსწავლეები, მათი მშობლები, კლასში შემავალი პედაგოგები, დამრიგებლები და კათედრიდან დიდი გამოცდილების მქონე პედაგოგი.
       აღსანიშნავია, რომ მშობლებთან კონტაქტი თვეში ერთხელ ხორციელდებოდა, ხოლო დამრიგებელთან თითქმის ყოველდღიურად.




   -9-

                 ლიტერატურის მიმოხილვა
        სწავლების უკეთ დაგეგმვისათვის მოვიძიე სხავადასხვა ლიტერატურა. “მასწავლებლის წიგნიცვატა ბერძენიშვილის და მარია გოდუაძის ავტორობით, „პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი“-ჯეკი თერნბულის ავტორობით, რომელიც პრაქტიკულად გზამკვლევი აღმოჩნდა ჩემი მუშაობისთვის. შალვა ტაბატაძე და ნათია ნაცვლიშვილისინტერკულტურული განათლება“, საიდანაც კარგი შედეგი მომცა თანატოლთა ურთიერთ დახმარებამ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულმა სახელმძღვანელომმოტივაცია“, საშუალება მომცა დამეგეგმა და განმეხორციელებინა საჭირო ინტერვენციები. თომას გორდონიროგორ გავხდე კარგი მშობელისახელმძღვანელო გამომადგა მშობლების უკეთ ჩართვისათვის სწავლა-აღზრდის პროცესში.




  -10-


  რატომ გახდა საჭირო მოსწავლეთა საჭიროების კვლევა V კლასში მათემატიკის უკეთ შესწავლისათვის.
        კლასში სასწავლო წლის დაწყებისთანავე გამოიკვეთა მოსწავლეთა უმრავლესობაში აუცილებელი საბაზისო ცოდნის უკმარისობა მათემატიკაში. 7 მოსწავლიდან 5-მა არ იცოდა ან ნაწილობრივ იცოდა გამრავლების ტაბულა, შეცდომით ან ვერ ასრულებდა ნატურალურ რიცხვზე არითმეტიკულ მოქმედებებს, ვერ ასრულებდა გამოსახულებაში მოქმედებებს საჭირო თანმიმდევრობით. შემაჯამებელი სამუშაოების რაოდენობა ამ კლასში არის 10, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს, რადგან მოსწავლეებისთვის ახალი სტილის მორგება ისედაც რთულია და ამ რაოდენობის სამუშაო გარკვეულ სტრესს იწვევს მათში. ყოველივე ამას ემატება ახალი ქვესაფეხურის გამოწვევები (განსხვავებული საგნები და მასწავლებელი, მუშაობის განსხვავებული სტილი, განსაზღვრული შეფასების შემოღება). კვლევა საჭიროა იმისათვის, რომ კლასში ამაღლდეს ცოდნის დონე მათემატიკაში.
          საჭიროა სწორად დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებების ერთობლიობა პრობლემის მოსაგვარებლად.
                               


                         
  -11-

                     მეთოდოლოგია
                          კვლევის სამიზნე ჯგუფი
1.       ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის  V კლასის მოსწავლეები.
2.       კლასში შემავალი მასწავლებლები. (10 მასწავლებელი)
3.       V კლასის მოსწავლეთა მშობლები.
                                 

  შერჩევა
       სრული შერჩევა-საკვლევი პრობლემის შესასწავლად დავგეგმე გამოკითხვის ჩატარება. კითხვარი განკუთვნილია როგორც კლასში შემსვლელი პედაგოგებისთვის, ასევე დაწყებითი კლასის მათემატიკის პედაგოგებისა და მშობლებისთვის. კითხვარი შედგა მოსწავლეებისთვის.
     



  მიზნობრივი შერჩევა-კვლევის ფარგლებში ინტერვიუს მისაღებად შევარჩიე მათემატიკის კათედრის სერტიფიცირებული პედაგოგი, რომლის გამოცდილების გაზიარება V კლასთან მუშაობისას გავითვალისწინებ კლასთან შემდგომი მუშაობის დაგეგმვისას.




     -12-

                         მონაცემების შეგროვება
       ჩაღრმავებული ინტერვიუ-განხორციელდა მათემატიკის სერტიფიცირებული მასწავლებელთან რამაც საშუალება მისცა ჩემი გამოცდილება შემევსო სხვადასხვა აქტივოვებით და გამეცა პასუხი კითხვაზე, როგორ შევძლებდი მდგომარეობის გამოსწორებას V კლასში.
       ფოკუსჯგუფი ჩატარდა  V კლასის მოსწავლეების მშობელთან დაწყებითი კლასისა და V კლასში შემავალ პედაგოგებთან. მისი მიზანი იყო პედაგოგებისა მშობლების დამოკიდებულების შესწავლა, რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვისა და კითხვარის მომზადებაში.
      კითხვარი მომზადდა მშობლების, V კლასში შემავალი პედაგოგებისა და მშობლებისათვის. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო V კლასის ყველა მშობელმა. მოსწავლეებს კითხვარები გავატანე სახლში და მივეცი 2 დღე მათ  შესავსებად და დასაბრუნებლად. ამ კითხვარით შევძელი დამედგინა რამდენად აქტიურად არიან მშობლები ჩართული შვილების სწავლა განათლების მიღების პროცესში. კვლევის მთავარი აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დაგვეხმარა კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც V კლასის პედაგოგებს დაურიგდათ.
     ინტერვიუმ V კლასის მოსწავლეებთან ცხადყო, რომ მათემატიკაში პრაქტიკული სამუშაო მათთვის სახალისოა, თეორიული მასალის გაცნობა კი ნაკლებად საინტერესო. მოსწავლეების 90%- ჯგუფური მუშაობა და თითოეული მათგანი ცდილობს პრეზენტაცია წარმოადგინოს.(ჯგუფური მუშაობისას პრეზენტაციას აკეთებს ჯგუფიდან ჩხირების შემთხვევით შერჩეული მოსწავლე)
     პირისპირ ინტერვიუმ კლასის დამრიგებელთან წარმოაჩინა სხვადასხვა სირთულეები მოსწავლეთა ცხოვრებაში. კერძოდ, მოსწავლის მშობელი ჩვილ ბავშვიანია და სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს მათ
                                            
                                                     


     -13-
დავალების მომზადებისას. კლასიდან 5 მოსწავლე სოციალურად დაუცველია. 3 მათგანი მართალია სასკოლო ავტომანქანით, მაგრამ შორი მანძილიდან დადიან სკოლაში და დილით ადრე გაღვიძება უწევთ. დაბალია მოსწავლეებში მოტივაცია იმისა რომ გააუმჯობესონ ცოდნის დონე.

                                                         
    ინტერვიუ მათი დაწყებითი კლასის პედაგოგთან ცხადყო, რომ IV კლასის დამთავრებისას ესგ-ით გათვალისწინებულ შედეგზე მათემატიკაში შედეგზე გავიდა

2 მოსწავლე, 1 საშუალოდ, 4 კი ნაწილობრივ. მშობლები ნაკლებად იყენებენ ჩართული შვილების სწავლის პროცესში.
          ჩაღრმავებული ინტერვიუ განხორციელდა დაწყებით კლასში შემსვლელ სხვა პედაგოგებთანაც, რამაც საშუალება მომცა ჩემი გამოცდილება შემევსო და შემეფასებინა მშობლების ჩართულობის დონე დაწყებით კლასებში მოსწავლეთა სწავლების პროცესში.
          კათედრის პედაგოგთან ინტერვიუმ გამოავლინა რომ ანალოგიურ პრობლემას ადგილი ჰქონდა მისი პრაქტიკის პერიოდში. პრობლემა ძირითადად გამოიხატებოდა იმაში რომ ესგ- შედეგზე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მხოლოდ ნაწილი გადიოდა სრულყოფილად. დაბალია მშობლების ჩართულობის ხარისხი მოსწავლეთა სწავლის პროცესში, ადგილი აქვს სოციალურ პრობლემებს, რომელიც გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს მოსწავლის აკადემიურ დონეზე.
          დანართში მოცემულია ინტერვიუს ნიმუშები კათედრის პედაგოგთან, დაწყებითი კლასის მათემატიკის პედაგოგთან, Vკლასის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, კლასში შემავალ მასწავლებლებთან და კლასის დამრიგებელთან.
    
                                        



     -14-
        მონაცემთა ანალიზი
    ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ V კლასში შემსვლელ თითქმის ყველა პედაგოგს აქვს გარკვეული სირთულეები სწავლებისას. მშობლების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისინი ნაკლებად ჩართულნი არიან შვილების სწავლის პროცესში. მშობელთა უმრავლესობამ დაადასტურა რომ კარგი იქნებოდა თუ მოსწავლეები დაწყებითი კლასიდან შეეჩვეოდნენ განმსაზღვრელ შეფასებას ან Vკლასშიც იქნებოდა მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. დაწყებითი კლასის პედაგოგებთან ინტერვიუს შედეგად გამოიკვეთა პრობლემა, რომ მშობლების 15-20%- არ აქვს გაცნობიერებული როგორ გაუწიოს დახმარება შვილს სწავლების პროცესში. კერძოდ, არის შემთხვევები როცა მოსწავლეებს მოაქვთ მშობლის ხელით დაწერილი დავალება რაც სრულიად მიუღებელია. პედაგოგები ასეთ შემთხვევებში ახდენენ საჭირო რეაგირებას მაგრამ საჭიროა მშობლების მეტი ინფორმირებულობა აღნიშნულ საკითხზე.
  (მონაცემთა ანალიზი მოცემულია დანართში)
                        




      -15-         
 კვლევის მიგნებები
        
                მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება
·         გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა დაწყებითი საფეხურის I-IV
და V-VI კლასების  პედაგოგებს შორის.
·         ყურადღების ნაკლებობა ან არასწორი ყურადღება მშობლის მხრიდან.
·         განმსაზღვრელი შეფასების შემოღება, რაც მანამდე უცხო იყო მისთვის ან ისევ განმავითარებელი შეფასების გამოყენება.
·         პედაგოგის ლმობიერება დაწყებით კლასებში მოსწავლის შეფასებისას.
·         დავალებების სწორად შერჩეული დოზა.
·         მშობლების მეტი ინფორმირებულობა სწავლა აღზრდის საკითხებზე.
·         სხვადასხვა მათემატიკური ღონისძიებებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.





     -16-
          შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:


  1. დაწყებითი კლასის მათემატიკის მასწავლებლებისათვის მეხუთე კლასის საგნობრივი სტანდარტის გაცნობა.
  2. დამატებითი მუშაობის დანერგა და შესრულება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც ეს სჭირდებათ.
  3. სქემის შედგენა მოსწავლეებისა და მშობლებისათვის რომელიც მათ მისცემს ინფორმაიას იმასთან დაკავშირებით, რა საკითხებში აქვს მოსწავლეს პრობლემები და რაზე უნდა იმუშაოს მეტი.
  4. თანამშრომლობის გაღრმავება V კლასის მოსწავლეთა მშობლებთან. სისტემატიურად ინფორმაციის მიწოდება მათი შვილების წარმატების შესახებ მათემატიკაში.
  5. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის V კლასში მათემატიკის სტანდარტების გაცნობა, რის საშუალებითაც ის შეძლებს მეოთხე კლასში ისე დაგეგმოს აქტივობები, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ  უნარები, რაც მათ საშუალებას მისცემთ დაძლიონ მეხუთე კლასის პრობლემა.
  6. გაიმართა მშობელთა კრება, სადაც თითოეული მშობელი გაეცნო მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებებს მათემატიკაში.

თანამშრობლობის გაღრმავება და გამოცდილებების გაზიარება კათედრის სხვა წარმომადგენლებთან. კათედრის მუშაობაში დაწყებითი კლასის მათემატიკის მასწავლებლებისთვის ჩართვის შეთავაზება.
  1. მოტივაციის გაზრდისთვის სახალისო მათემატიკის კონკურსის დამატება. 
  1. მოტივაციის ფორმირება უმცროს სასკოლო ასაკში.
  2. მე შემიძლია-ინდივიდუალური დონის გაზრდა.
  3. მოსწავლეთა მიღწევების აღიარება.
                                                       

      

  -17-

          კვლევის შედეგად მიღებული დასკვნა
1.       გავაღრმავო თანამშრობლობა III და IV კლასის მასწავლებლებთან, რათა ინფორმაცია მივიღო მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.
2.       მოსწავლეების განმსაზღვრელ შეფასებასთან შეგუების მიზნით დასაწყისისთვის შემოვიფარგლო მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით.
3.       აქტიური თანამშრობლობა  (თითქმის ყოველდღიური) მქონდეს კლასის დამრიგებელთან და თითოეულ მშობელთან, ეს შესაძლებელია რადგან კლასი მცირერიცხოვანია.
4.       საჭირო დამატებითი მუშაობა კლასის რამდენიმე მოსწავლესთან.
5.       მოსწავლეს მივცე ისეთი დავალებები რომელიც დაძლევადია მათთვის.
6.       გავზარდო ინდივიდუალური დონემე შემიძლია
7.       აღიარებული იყოს თითოეული მოსწავლის მცირე მიღწევაც კი.
8.        დავალებების დოზა სწორად იყოს შერჩეული.
9.       მოვამზადო და ჩავატარო სხვადასხვა მათემატიკური კონკურსები და ღონისძიებები.
10.   დირექციას მივაწოდო წინადადება სკოლაში ფსიქოლოგის აუცილებლობის შესახებ რომელიც მოსწავლეებს და მათ მშობლებს ჩაუტარებს ტრენინგებს.





     -18-
  
            ინტერვენციის შედეგი
       პრობლემების აღმოსაფხვრელად კვლევის პროცესში განვახორციელე რამდენიმე საჭირო ინტერვენცია, კერძოდ განვახორციელე დამატებითი მუშაობა კლასის რამდენიმე მოსწავლესთან, რითაც შევძელი მოსწავლეებს დაეძლიათ IV კლასის ესგ სტანდარტით განსაზღვრული შედეგი და ჩაერთვნენ V კლასის პროგრამის ათვისებაში.
       მოვახდინე მოსწავლეთა საჭიროებების დიფერენცირება, შევადგინე სქემა და თითოეული მოსწავლის პრობლემურ საკითხებზე მოვახდინე დამატებითი მუშაობა.
      გავაღრმავე თანამშრომლობა V კლასის მოსწავლეთა მშობლებთან და სისტემატიურად ინფორმაციის მიწოდებით მოსწავლეთა წარმატების დონე გაუმჯობესდა, დავგეგმე და განვახორციელე მათემატიკური კითხვა-პასუხის აქტივობა, სადაც დიდი სიხარულით ჩაერთო თითოეული მოსწავლე, რითაც გაიმეორეს მთელი შესწავლილი მასალა და მასალის ათვისებაში კარგი შედეგი დადეს.
      ამ ინტერვენციების გარდა, კვლევის შემდეგ გამოკვეთილ საკითხებზე ვიმუშავებ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში, რის საშუალებითაც, იმედია კლასში აკადემიური წარმატების კარგ შედეგს დავდებ.





   -19-
  
 გამოყენებული ლიტერატურა
1.       ცვატა ბერძენიშვილი, მარიამ გოდუაძე - მასწავლებლის წიგნისწავლების ფსიქოლოგია“.


2.       ჯეკი თერნბულიპროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი“. პრაქტიკული გზამკვლევი პროფესიული წარმატებისათვის.


3.       თომას გორდონიროგორ გავხდე კარგი მშობელი




  -20-
 დანართი 1
      ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა მშობლების გამოკითხვა
1.ვიცი ჩემი შვილის გაკვეთილების ცხრილი?
                                1.დიახ-100%          2.არა-0           3.ნაწილობრივ-0
2.პირადად ვიცნობ და ვეკონტაქტები ჩემი შვილის ყველა პედაგოგს ?
                                    1.დიახ-29%        2.არა-0           3.ნაწილობრივ-71%
3.ვიცნობ ჩემი შვილის თანაკლასელებს და მეგობრებს სკოლაში?
                                    1.დიახ-29 %        2.არა-0           3.ნაწილობრივ-71%
4.მაქვს ზუსტი ინფორმაცია ჩემი შვილის აკადემიური წარმატების შესახებ?
                                    1.დიახ100%         2.არა-0            3.ნაწილობრივ-0
5.ვეკონტაქტები ჩემი შვილის პედაგოგებს, მათ შორის მათემატიკის პედაგოგს სისტემატიურად და ვღებულობ ინფორმაციას მის აკადემიურ წარმატებაზე?
                                   1.დიახ-29%             2.არა-0            3.ნაწილობრივ-71%
6.თვალს ვადევნებ ჩემი შვილის დავალებების მომზადების პროცესს მათემატიკაში და ვიცი ამ საგაში პრობლემის შესახებ?
                                   1.დიახ-29%             2.არა-0            3.ნაწილობრივ-71%
7.ჩემს შვილს მათემატიკის ზოგიერთ საკითხებში პრობლემა აქვს დაწყებითი კლასიდან?
                                   1.დიახ-43%             2.არა-43%            3.ნაწილობრივ-14%
8.გაცდენის შემთხვევაში ვეკონტაქტები ცალკეული საგნის პედაგოგს და ვიღებ მათგან ინსტრუქციას დავალებების შესახებ?
                                   1.დიახ-29%             2.არა-0            3.ნაწილობრივ-71%
10.ვეთანხმები ქულებით შეფასების არ არსებობას I-IVკლასებში?
                                   1.დიახ-57%             2.არა-14%            3.ნაწილობრივ-29%
11.მიმაჩნია რომ მათემატიკის სახელმძღვანელო ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის რთულადაა შედგენილი?
                                    1.დიახ-72%             2.არა-14%            3.ნაწილობრივ-14%
12.ჩემთვის ცნობილია ჩემი შვილის ძლიერი და სუსტი მხარეები?                                                                      1.დიახ-57%             2.არა-0            3.ნაწილობრივ-43%
                                                                               


-21-
 დანართი 2
 ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-5 კლასში შემავალი პედაგოგების გამოკითხვა
1.თქვენი პრაქტიკის განმავლობაში შექმნილა თუ არა დისკომფორტი მოსწავლეებს შორის V-კლასში განმსაზღვრელი შეფასების შემოღებისას?
                            
                               1.დიახ-50%             2.არა-10%            3.ნაწილობრივ-40%
2.აქვს თუ არა სოციალურ პრობლემებს გავლენ მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაზე?
                              
                               1.დიახ-90%             2.არა-0            3.ნაწილობრივ-10%
3.თქვენი პრაქტიკის პერიოდში ადვილად ახერხებენ თუ არა მოსწავლეები მოერგონ მუშაობის განსხვავებულ სტილს(სხვადასხვა პედაგოგებთან ურთიერთობა, შეფასების სხვა სტილი)?

                               1.დიახ-10%             2.არა-40%            3.ნაწილობრივ-50%
4.თქვენი პრაქტიკის პერიოდში არიან თუ არა მშობლები აქტიურად ჩართულნი თავიანთი შვილების სწავლების პროცესში?

                                1.დიახ-10%             2.არა-30%            3.ნაწილობრივ-60%





  -22-
   დანართი 3
ინტერვიუ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლესთან
1.რომელი აქტივობა მოგწონთ მათემატიკის გაკვეთილზე
                           1.1.ლექციური გაკვეთილი?
1.დიახ-14%             2.არა-43%            3.ნაწილობრივ-43%
                            
                            1.2.ჯგუფური მუშაობა?
1.დიახ-71%             2.არა-0            3.ნაწილობრივ-29%

                             1.3.წყვილებში მუშაობა?
1.დიახ-71%             2.არა-0            3.ნაწილობრივ-29%

                             1.4.ინდივიდუალური მუშაობა?
1.დიახ-14%             2.არა-14%            3.ნაწილობრივ-72%

                             1.5.სწავლება ტექნოლოგიების გამოყენებით?
1.დიახ-29%             2.არა-0            3.ნაწილობრივ-71%
2.მათემატიკაში დავალებებს ვასრულებ დამოუკიდებლად?
           1.დიახ-29%             2.არა-42%            3.ნაწილობრივ-29%
3.მე-5 კლასში მათემატიკის პროგრამით მოცემული მასალა ადვილად დასაძლევია ჩემთვის ?
           1.დიახ-29%             2.არა-42%            3.ნაწილობრივ-29%
4.მშობელი აკონტროლებს დავალების მომზადებას?
           1.დიახ-29%             2.არა-29%            3.ნაწილობრივ-42%
5.მონაწილეობას ვღებულობ მათემატიკურ კონკურსებში?
           1.დიახ-29%             2.არა-71%            3.ნაწილობრივ-0


                  

       -23-
        დანართი 4
                         
   ინტერვიუ დაწყებითი კლასის მათემატიკის პედაგოგთან

  1. კლასის ყველა მოსწავლე გავიდა თუ არა ესგ-ით გათვალისწინებულ შედეგზე მათემატიკაში 4 კლასის დამთავრებისას?
                    1.დიახ       2.არა       3.ნაწილობრივ
     2. რა სახის აქტივობას ჰქონდა კარგი შედეგი სწავლებისას?
                    )ჯგუფურ მუშაობას?
                    1.დიახ             2.არა            3.ნაწილობრივ
          )წყვილებში მუშაობას?
             1.დიახ             2.არა            3.ნაწილობრივ
          )ლექციურ გაკვეთილს?
              1.დიახ             2.არა            3.ნაწილობრივ
          )პრაქტიკულ სამუშაოს?
              1.დიახ             2.არა            3.ნაწილობრივ
    3. მშობლები იყვნენ ჩართული შვილების სწავლის პროცესში?
                        1.დიახ             2.არა           3.ნაწილობრივ









                         -24-       
                          სარჩევი
1.       კვლევის დასათაურება-------------------------------------------------------------1
2.       შესავალი-----------------------------------------------------------------------------2
3.       მოკლე ინფორმაცია კლასის შესახებ----------------------------------------------3
4.       მოსწავლეთა აკადემიური წარმატების წინსვლის სირთულეები V კლასში--4
5.       პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი------------------------------------5
6.       კვლევის მიზანი---------------------------------------------------------------------6
7.       კვლევის ამოცანა--------------------------------------------------------------------7
8.       პრაქტიკული კვლევის არსი-------------------------------------------------------8
9.       ლიტერატურის მიმოხილვა-------------------------------------------------------9
10.   რატომ გახდა საჭირო მოსწავლეთა საჭიროების კვლევა V კლასში--------- 10
11.   მეთოდოლოგია, კვლევის სამიზნე ჯგუფი, შერჩევა---------------------------11
12.   მონაცემების შეგროვება-----------------------------------------------------------12
13.   მონაცემთა ანალიზი--------------------------------------------------------------14
14.   კვლევის მიგნებები---------------------------------------------------------------15
15.   შესაძლო ინტერვენციები--------------------------------------------------------16
16.   კვლევის შედეგად მიღებული დასკვნა-----------------------------------------17
17.   ინტერვენციის შედეგი-----------------------------------------------------------18
18.   გამოყენებული ლიტერატურა---------------------------------------------------19
                             მონაცემთა ანალიზით მიღებული შედეგები
19.   დანართი 1. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის Vკლასის მოსწავლეთა მშობლების გამოკითხვა----------------------------------------------------------20
20.   დანართი 2. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის V კლასში შემსვლელი პედაგოგების გამოკითხვა--------------------------------------------------------21
21.   დანართი 3. ინტერვიუ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლესთან---------------------------------------------------------------------22
22.   დანართი 4. ინტერვიუ დაწყებითი კლასის მათემატიკის პედაგოგთან-----23





    რეფლექსია
  ჩემი პრაქტიკის კვლევის გაზიარების შესახებ.
სკოლაში მუშაობის მრავალი წლის შემდეგ V კლასში სწავლების პროცესში შემხვდა სხვადასხვა სირთულეები, რის დასაძლევადაც საჭიროდ მივიჩნიე ჩამეტარებინა კვლევა,,ახალი ქვესაფეხურის გამოწვევები v კლასში მათემატიკის სწავლებაში და მათი დაძლევის გზები“.
კვლევა ჩავატარე 2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში.
  კვლევის პროცესში აღმოჩნდა რომ ანალოგიურ სირთულეებს ადგილი ჰქონდა სხვა საგნებშიც, ამიტომ კვლევის დასრულების შემდეგ მოვახდინე კვლევის შედეგების კოლეგებთან გაზიარება.
  პრეზენტაციაზე კოლეგებს ვესაუბრე   თუ რა პრობლემებმა გამოიწვია ამ თემის არჩევის აუცილებლობა. კოლეგებს წარვუდგინე კვლევისას ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაცია და მისი ანალიზი. დეტალურად გავარჩიეთ  ის საჭიროებები რაც განხილული  მქონდა ინტერვენციებში. კოლეგებს ავუხსენი ინტერვენციების ეფექტურობა. გავაცანი კვლევის სტრუქტურა.
ჩემ მიერ კოლეგებისადმი წარდგენილი პრეზენტაცია ნაყოფიერი იყო, რადგან მათი ზეპირი კომენტარებით აღმოჩნდა რომ  გამოიტანეს დასკვნა ამ კვლევის ჩატარების აუცილებლობაზე.
     მასალად გამოვიყენე ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიში. 

https://www.blogger.com/blogger.g?blogID=6193144061072918840#editor/target=post;postID=4673220311269374116;onPublishedMenu=allposts;onClosedMenu=allposts;postNum=0;src=postname